საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ. მოსწავლეებს საკლასო ოთახები და დერეფნები ლამაზად მორთული დახვდათ.
ადმინისტრაციამ ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა.
პედაგოგები და სკოლის თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებს სასწავლო პროცესის სკოლაში განახლებას ულოცავენ და დიდი სიყვარულით მიმართავენ:
„აქ სიყვარულია! გვიყვარხართ, წარმატებული და მშვიდობიანი სასწავლო წელი“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო: