შეუძლია თუ არა, მასწავლებელს საწრეო მუშაობა ნებისმიერ სემესტრში ჩაატაროს და რამდენი კრედიტქულა მიენიჭება მას ამისთვის?
30-01-2018
შეუძლია თუ არა, მასწავლებელს საწრეო მუშაობა ნებისმიერ სემესტრში ჩაატაროს და რამდენი კრედიქტულა მიენიჭება მას ამისთვის? - ამ კითხვით Etaloni.ge - ს მასწავლებლებმა მიმართეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ მასწავლებელს საწრეო მუშაობის ჩატარება ნებისმიერ სემესტრში შეუძლია: „სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა - ეს არის კიდევ ერთი დამატებითი აქტივობა, რომელიც ფასდება შეფასების ფურცლის მეშვეობით. საწრეო მუშაობა, როგორც მასწავლებლის არჩევითი აქტივობა, გათვალისწინებულია როგორც პრაქტიკოსის, ისე უფროსის და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელს საწრეო მუშაობის ჩატარება ნებისმიერ სემესტრში შეუძლია. თუ მასწავლებელი ერთი სემესტრის განმავლობაში არის წრის ხელმძღვანელი და მის საქმიანობას დადებითად შეაფასებს სკოლის შეფასების ჯგუფი, მას 0,5 კრედიტქულა მიენიჭება.“
როგორ უნდა წარმართოთ სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობა და როგორ უნდა მოიპოვოთ კრედიტქულა?
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს