ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლის დაწყება ზეიმად იქცა
04-10-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და სკოლის შენობა საზეიმოდ მორთეს.

„ხევაშენის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის დასწრებით სწავლის დაწყება
მოსწავლეებისათვის ზეიმად იქცა. განსაკუთრებით უხაროდათ პირველი კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც დირექტორმა და დამრიგებელმა საჩუქრები: ბუკები, სასკოლო სახელმძღვანელოები დაახვედრეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203