ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებულნი შეხვდნენ
04-10-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყებას სკოლაში მომზადებულნი შეხვდნენ.

სკოლაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ. ყველა მოსწავლეს ატარებს პირბადეს. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სასკოლო ტრანსპორტი.

სკოლის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ულოცავს.

„გილოცავთ სკოლაში დაბრუნებას და გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203