„ეს მოსწავლეებისთვის მოტივაცია იქნება“- ​არეშფერანის საჯარო სკოლის დირექციამ პირველკლასელებს საჩუქრები დაახვედრა
04-10-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა. სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ. 

სკოლაში იზრუნეს მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზეც, დირექციამ პირველკლასელებს საჩუქრები დაახვედრა. 

არეშფერანის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებას. ყველა მოსწავლეს უსურვებს წინსვლად და კეთილდღეობას. არეშფერანის სკოლის დირექციამ  სიმბოლურად სკოლაში მოსულ პირველ ბავშვებს - პირველკლასელებს საჩუქრები დაახვედრა. ამასთან ერთთად ათოსან მოსწავლეს - ასლან შაინიძეს სკოლის დირექტორმა გადასცა სიმბოლური საჩუქარი. ეს იქნება სხვა მოსწავლეებისთვის მოტივაცია და იმედია უფრო მეტად გაუღვივებს სწავლის მოტივაციას“,- ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203