„ეს დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეა“-დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მისალოც წერილს ავრცელებს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად იშრომა.სკოლის ადმინისტრაცია პირველკლასელებს მიმართავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„4 ოქტომბერი, დღე, როდესაც ჩვენმა პატარებმა ცოდნის ტაძარში ფეხი პირველად შემოაბიჯეს. პირველი განცდები, პირველი მასწავლებელი, პირველი წიგნი - „დედაენა“. ეს დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეა და ამისათვის ჩვენმა პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ ბედნიერ სასწავლო წელს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.