ღვანკითის საჯარო სკოლას წელს 23 პირველკლასელი ჰყავს
04-10-2021
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში წელს 23 პირველკლასელი შევა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც დღეს განახლდა. სანამ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებოდნენ, ღვანკითის საჯარო სკოლამ მათთვის ინფორმაცია გაავრცელა:
„4 ოქტომბერს გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლა სიყვარულით ელოდება თავის მოსწავლეებს. თქვენთვის შექმნილია უსაფრთხო სასწავლო გარემო და დაცულია კოვიდრეგულაციები. წელს, დიდი ხნის შემდეგ პირველად, 23 პირველკლასელი შეაღებს ცოდნის სავანეს ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე. სკოლის ტრანსპორტი ჩვეულ დროს მოემსახურება მოსწავლეებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს