თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
04-10-2021

თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად იშრომა.

სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო პროცესის სკოლაში განახლებას განსაკუთრებით პირველკლასელებს ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„4 ოქტომბერი პირველკლასელებისათვის განსაკუთრებული დღეა. ისინი სკოლის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან. თერჯოლის N2 საჯარო სკოლა გალამაზებული საკლასო ოთახით შეხვდა. სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას გილოცავთ პატარებო! დაგელოცოთ სავალი გზები“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203