ჩვეული პოზიტიური განწყობით, შემართებითა და პანდემიით გათვალისწინებული ყველა რეგულაციის დაცვით - ხაშურის N7 სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა
04-10-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და სკოლის შენობა საზეიმოდ მორთეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის გასაახლებლად ჩვეული პოზიტიური განწყობით, შემართებით და პანდემიით გათვალისწინებული ყველა რეგულაციის დაცვით, მოემზადნენ. 

„ყველა მოსწავლეს, მათ მშობელს და სკოლის დანარჩენ საზოგადოებას ვულოცავთ 2021-22 სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბევრ წარმატებას!“,-აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203