
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და სკოლის შენობა საზეიმოდ მორთეს.
სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი სასკოლო საზოგადოებას სკოლის კედლებში დაბრუნებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„წარმატებები, წინსვლა, ჯანმრთელობა ,მშვიდობიანი დღეები სასკოლო სივრცეში ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო!!!“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: