გოგნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა
04-10-2021
კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლა მოსწავლეების მისაღებად განსაკუთრებულად მოემზადა.
სკოლა მთლიანად აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
„სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერით. მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით ვალდებული არიან ატარონ პირბადე. სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. სწავლა იწყება 9.00 სთ-ზე. მოსწავლეებს კვლავ ემსახურებათ ტრანსპორტი. გელოდებათ უსაფრთხო, მოწესრიგებული გარემო და მოტივირებული პედაგოგების გუნდი. წარმატებული სასწავლო წელი ყველას“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს