თბილისის N144 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
04-10-2021

თბილისის N144 საჯარო სკოლაში 4 ოქტომბერს მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სკოლის თანამშრომლებმა თავდაუზოგავად იმუშავეს.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „აქვა პოინტმა“ 15 სექტემბერს გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა; 3 ოქტომბერს სწავლის საკლასო ოთახებში განახლების წინ იგივე ღონისძიება კვლავ გატარდა; ასევე, პედაგოგების უმრავლესობა უკვე აცრილია და COVID-19-ზე გეგმიური ტესტირებაც ჩაუტარდათ.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, სკოლის ადმინისტრაციამ და ტექნიკურმა სამსახურმა ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა: სკოლა სრულადაა აღჭურვილი ელექტრო თერმომეტრებით, დეზობარიერებით, სანიტაიზერებითა და სადეზინფექციო  სითხეებით. დასუფთავდა სკოლის ყველა საკლასო ოთახი, სველი წერტილი და დერეფანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203