ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განაახლა
04-10-2021
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყებას სკოლაში მომზადებულნი შეხვდნენ. 

სკოლაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ.

სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას სკოლაში დაბრუნება მიულოცა. 

„მოგესალმებით: პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს! ყველას, ვინც სულმოუთქმელად ელოდებით სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას! ჯანმრთელობას, წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!  ჩვენი სკოლა, ყველა რეგულაციის დაცვით, მზად შეხვდა სასწავლო პროცესის  განახლებას. უთვალავ მზიან, სამახსოვრო და მშვიდ დღეს გისურვებთ!“,- ნათქვამია სკოლის დირექციის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203