ლეცავეს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
04-10-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყებას სკოლაში მომზადებულნი შეხვდნენ. 

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ. 

დირექცია საგანმანათლებლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ულოცავს. 

„ლეცავეს საჯარო სკოლაში განახლდა ახალი სასწავლო წელი. პირველკლასელები საკლასო ოთახებში შეხვდნენ სკოლის პირველ დღეს, წარმატებები ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203