გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნებას ულოცავს
04-10-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.

სწავლის სკოლაში განახლებასთან დაკავშირებით დირექტორმა, შორენა ქორიძემ ემოციური წერილი გაავრცელა:

„ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს საკლასო ოთახებში შევხვდით. განსაკუთრებით კი ეს დღე მინდა ყველაზე პატარა და საყვარელ პირველკლასელებს მივულოცო, რომლებსაც პირველად ველით და მათთვის განსაკუთრებით ვიზრუნეთ, ესთეტიკურად მოვაწესრიგეთ სასკოლო გარემო, ხოლო მშობლები მის ვიზუალურ გალამაზებაში დაგვეხმარნენ. ვულოცავ მათ, წარმატებული ყოფილიყოს მათი პირველი ნაბიჯი ცოდნის დიდ ტაძარში“, - წერს შორენა ქორიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203