თბილისის N132 საჯარო სკოლის IIბ კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა
04-10-2021
თბილისის N132 საჯარო სკოლის II კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული მოიპოვა. კლასის დამრიგებელი ნათია კუჭაშვილი გახლავთ. 

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 26 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის თბილისის პირველი „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს. izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203