ქედლების საჯარო სკოლის საგნობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ
04-10-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის გუნდი საგნობრივ კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

სკოლის გუნდმა - „არწივები“ 2019 წლის 19 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით, V-VI კლასების მოსწავლეთა შორის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მოსწავლეთა მასწავლებელი- ზერიკო ბერიძე გახლავთ.
კაპიტანი - ვლადიმერ შავაძე.
წევრები:ნიკა შავაძე,ლიზი კახაძე,ანანო ჯორბენაძე და ელზა ჩოგაძე.

გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წლის 10 სექტემბერს სერტიფიკატებითა და პლანშეტებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203