თბილისის N71 საჯარო სკოლის ოთხმა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა
04-10-2021
თბილისის N71 საჯარო სკოლის ოთხმა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა. 

ტიტულის მფლობელები არიან:

თბილისის N71 საჯარო სკოლა- III კლასი, დამრიგებელი- ხათუნა ფახურიძე;
თბილისის N71 საჯარო სკოლა- IV კლასი, დამრიგებელი- თინათინ ლაცაბიძე;
თბილისის N71 საჯარო სკოლა- IV კლასი, დამრიგებელი- ლედი ელიაშვილი;
თბილისის N71 საჯარო სკოლა- II კლასი, დამრიგებელი- ეკა მაისურაძე.

სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი აღნიშნული კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და დამრიგებლებს წარმატებას ულოცავს. 

„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლა, ლიდერია, თბილისის სკოლებს შორის, ყველაზე მეტი სუპერ კლასით! დიდი მადლობა, ამ კლასების მოსწავლეებს, მშობლებსა და დამრიგებლებს!!“, - აღნიშნავს დირექტორი. 


საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 26 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის თბილისის პირველი „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203