ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
04-10-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა - სონიკო ბადაგაძემ, ნინი სეთურიძემ, ანანო ნარიმანიძემ და გიორგი ზაქაიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ, კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის კი VIII კლასის მოსწავლე სონიკო ბადაგაძე დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ასპინძელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს