ვანთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა
04-10-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავს. 

სწავლის დაწყებამდე კი სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სწავლის დასწრებული ფორმით გაგრძელება მოულოცა. 

„ვანთის საჯარო სკოლამ წარმატებით დაასრულა დისტანციური სწავლება, ბავშვების სრული ჩართულობით. სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მზად ვართ 4 ოქტომბერს სწავლის საკლასო ოთახებში გასაგრძელებლდ. ბავშვები მოუთმენლად ელიან, განსაკუთრებით პირველკლასელები. ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203