ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაახლებლად განსაკუთრებულად მოემზადნენ
04-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაახლებლად განსაკუთრებულად მოემზადა.
შემუშავდა წესები, რომლის მიხედვითაც სკოლაში მისული პედაგოგები და მოსწავლეები იხელმძღვანელებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო სივრცეში ახლდება, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გვინდა გაგაცნოთ რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სკოლა "პროგრესი" განაახლებს სასწავლო პროცესს. სკოლაში მოსვლისას მოსწავლეები გაივლიან თერმო სქრინინგს! სკოლის ტერიტორიაზე დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება არის სავალდებულო! ინფიცირების ნიშნების მქონე მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები სკოლაში არ დაიშვებიან! ყველა საკლასო ოთახის, სასადილოს და საპირფარეშოების შესასვლელში განთავსებული იქნება ხელის სადეზინფექციო (სპირტის შემცველი) საშუალებება. ბავშვებში წახალისდება ხელის ხშირი და საგულდაგულო დაბანა. ყოველდღიურად მოხდება ზედაპირების დეზინფექცია და წმენდა. სკოლა ხელს შეუწყობს ბავშვებში სოციალურ დისტანცირებას. სკოლის ტერიტორიაზე გაკრული იქნება პლაკატები, რომლებზეც ნაჩვენებია ხელებისა და რესპირატორული ჰიგიენის დაცვის კარგი პრაქტიკა. ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი გისურვებთ ჯანმრთელობას!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს