„ევროპული ენებისადმი სიყვარული ოჯახიდან მომყვება“ - კურსების საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ კაჭარავა ფოტოკონკურსში მონაწილეობს
04-10-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თემურ კაჭარავა ფოტოკონკურსში - „ევროპული ენა ჩემს ცხოვრებაში“ მონაწილეობს.

10 წლის კონკურსანტი უცხო ენებისადმი სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

„Hello everyone! I’m Temuri from Georgia (country) - გამარჯობა, მე ვარ თემურ კაჭარავა და ვსწავლობ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მე-4 კლასში. ჩემს ფოტოზე ავსახე ინგლისური ენის შესწავლის ერთ ერთი მომენტი. ჩვენს სკოლაში სამი უცხო ენის შესწავლაა შესაძლებელი: ინგლისური, გერმანული და რუსული, მაგრამ, მე ჯერ მხოლოდ ინგლისურს ვსწავლობ. ევროპული ენებისადმი სიყვარული ოჯახიდან მომყვება. დედა არის უცხო ენების მასწავლებელი. ჩემს მამას საქმიანი ვიზიტები აქვს საზღვარგარეთ და ვხედავ რა აუცილებელია ამჟამად უცხო ენის ცოდნა. ვსწავლობ ინგლისურს სხვადასხვა წიგნებიდან, ვუყურებ სხვადასხვა ვიდეოებს, რომლებიც მეხმარებიან ამ უცხო ენის სათანადოდ შესწავლაში. დაკავებული ვარ სპორტით კერძოდ, ვთამაშობ ფეხბურთის გუნდში. ვგულშემატკივრობ ევროპულ გუნდებს და სპორტულ გადაცემებს ვუყურებ ინგლისურ ენაზე. სურვილი მაქვს კიდევ შევისწავლო უცხო ენები, ფრანგული და გერმანული. ასაკის მატებასთან ერთად მონაწილეობას მივიღებ უცხოენოვან ოლიმპიადებში, კონკურსებში და პროექტებში“, - წერს კურსების საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ კაჭარავა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203