ქუთაისის და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ აღმასრულებელი დირექტორის წარმატება სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების კონკურსში
04-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისისა და ბათუმის ფილიალების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კილაძემ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა „პროგრესში“ სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევების სწავლება 2021 წლის მეორე სემესტრიდან დაინერგა.

„სკოლა პროგრესის კიდევ ერთი წარმატება!
სკოლა „პროგრესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კილაძემ მე-3 ადგილი მოიპოვა „სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების“ კონკურსში და ფულადი პრიზით დასაჩუქრდა.
სკოლა პროგრესში სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევების სწავლება 2021 წლის მეორე სემესტრიდან დაინერგა და მისი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სოციალური და ემოციური კომპეტენციები, შეძლონ საკუთარი თავის მოტივირება, კრიტიკული და ტოლერანტული აზროვნება.
სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების სწავლების გაკვეთილები სრულიად დამყარებულია პროექტულ სწავლებაზე და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ქმნიან სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებსა და დავალებებს.
პროექტი „საქართველოს სკოლებში სოციალურ-ემოციური უნარების დანერგვის ხელშეწყობა“ ხორციელდება ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასი) მიერ, ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203