
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განახლდა. სკოლა მოსწავლეებს და პედაგოგებს სრულად მომზადებული დახვდა.
ამ მნიშვნელოვანი დღისთვის სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით დირექტორი, მაია ჩაჩხიანი მისალოც წერილს ავრცელებს:
„2021 წელი 4 ოქტომბერი ასე ლამაზად გელოდებით ალპანის საჯარო სკოლის მესვეურნო, ცოდნის სამყაროში მოგზაურობის ერთ წლის დასაწყისს გილოცავთ! „ცოტანი ვართ, მაგრამ „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო" და „განათლება ერთადერთი გამოსავალია“, - წერია, მაია ჩაჩხიანის წერილში.
იხილეთ ფოტო: