„მერამდენე შემოდგომა უშენოდ“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღეს ვიდეორგოლი მიუძღვნეს
01-10-2021

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეორგოლი - „მერამდენე შემოდგომა უშენოდ“ შექმნეს. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ.

„აფხაზეთი, ადგილი რომელიც უამრავ ემოციას დაგიტოვებს ადამიანს, უკვე რამდენი წელია მოწყვეტილია საქართველოს, კუთხე რომელიც საქართველოს მარგალიტი იყო და არის... დიახ, არის რადგანაც ამ მიწას და ამ კუთხეს აუცილებლად დავიბრუნებთ ქართველები... 28 წელი გავიდა, ოცდარვა სექტემბერი დადგა უაფხაზეთოდ, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ დავბრუნდებით და ამას ვუნერგავთ და ვასწავლით მომავალ თაობას“, - წერს მოსწავლეების დამრიგებელი ლია ჯანაშია.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203