აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ნანი მახარაძემ და შორენა მენაღარიშვილმა სტატუსი აიმაღლეს
01-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდამ ზრუნავენ. პედაგოგებმა, ნანი მახარაძემ და შორენა მენაღარიშვილმა სტატუსი აიმაღლეს.

ნანი მახარაძეს უფროსის, ხოლო შორენა მენაღარიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

სკოლა პედაგოგებს ულოცავს წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენს პედაგოგებს ვულოცავთ სტატუსის ცვლილებას: ნანი მახარაძე - უფროსი, შორენა მენაღარიშვილი - წამყვანი. წარმატებულ სასწავლო წელს და პროფესიულ წინსვლას გისურვებთ“, - აღნიშნულია აჭყვისთავის საჯარო ს
კოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203