ბათუმის N3 და N22 საჯარო სკოლების მასწავლებელი ნანა ბერიძე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო ვიდეოების ჩაწერას განაგრძობს.
ამჯერად, პედაგოგმა პატარებს ვიდეოგაკვეთილი „ბალეტი რა ძაღლის საქმეა“ წარუდგინა.
ნანა ბერიძემ პატარებს სასწავლო წლის დაწყება თბილი სიტყვებით მიულოცა და მოთხრობა მხატვრულად წაუკითხა.