
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. ბავშვებმა მასწავლებლებს ზაფხულის შთაბეჭდილებები გაუზიარეს. პედაგოგი ქეთი მამისაშვილი ყველას ულოცავს ახალ სასწავლო წელს და თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.
„15 სექტემბერი, დღე, რომელსაც მთელი გულით ელის მოსწავლე თუ მასწავლებელი. როდის შეაბიჯებს სკოლაში, როდის შეხვდება მონატრებულ მეგობრებს, მასწავლებლებს და როდის დაირეკება სასწავლო წლის პირველი ზარი.
მინდა ვთქვა, რომ უჩვეულოდ დაიწყო ეს სასწავლო წელი... დისტანციურად მოვეფერეთ ერთმანეთს, მაგრამ გული არ დავწყვიტე და მონატრებული ზარის ხმაც გავაგონე ბავშვებს.
ერთმანეთს გავუზიარეთ ზაფხულის შთაბეჭდილებები. ვიმუშავეთ Padlet-ზე და გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით. ყველას მინდა მოგილოცოთ სწავლის დაწყება და წარმატებული სასწავლო წელი გისურვოთ!
სკოლის კედლები მალე ავსებულიყოს ბავშვების ჟრიამულით!“- აღნიშნავს პედაგოგი ქეთი მამისაშვილი.
იხილეთ ფოტოები: