ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ ოქროს სიგელებით დააჯილდოვა
01-10-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი დისტანციური კონკურსის II ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა: ნანა ბერიძემ, თეონა ნაკაიძემ  და ალინა წარუკიანმა ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 77 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203