ხევის საჯარო სკოლის დირექცია გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინა ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
01-10-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექცია გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინა ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ნინა ხუციშვილი სკოლამ 2020 წლის საუკეთესო პედაგოგად დაასახელა. რესურსცენტრმა და რაიონულმა ორგანიზაციამ კი მერიის ხელშეწყობით მასწავლებლის დღე მიულოცეს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ხევის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ქალბატონი ნინა ხუციშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს, სკოლას“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203