„გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას“ - საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა სასკოლო საზოგადოებას
01-10-2021
საქართველოს სკოლებში 2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში 15 სექტემბერს დაიწყო და 4 ოქტომბერს მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ.

საგარეჯოს  N4 საჯარო სკოლამ დისტანციური ფორმატით სწავლებას თავი შესანიშნავად გაართვა, ახლა კი ბავშვებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას დირექციამ დისტანციურად მიულოცა:

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203