უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
01-10-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ანნმან ადლოიანს, სირანუშ აროსიანს, ამალია ჰარუთიუნიანს, კოსტანტინ თუმასიანს, ზოია თუმასიანს, მანია ადლოიანს, არმენ ჰარუთიუნიანს, დავით დარბინიანსა და ჟირაირ თარზიანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203