თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღეს პრეზენტაციები მიუძღვნეს
01-10-2021
თბილისის N108 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და V და VI კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართეს.

„სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის  27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.
ათასობით ქართველმა აფხაზეთი იძულებით დატოვა და დევნილად იქცა..... 
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ........ამ სიტყვების ღრმად სწამთ და სჯერათ თბილისის N108 საჯარო სკოლის 11ბ კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც მოამზადეს პრეზენტაციები და ჩვენი სკოლის V და VI კლასის მოსწავლეებს, ონლაინ რეჟიმში ესაუბრნენ ამ მძიმე და ტკივილიანი წლების შესახებ“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203