
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სურენ შახბაზიანს, სამველ ირიციანს, ჰასმიკ ჰარუთიუნიანს, თამარა თოპუზიანს, ჰაიკანუშ შახბაზიანს, ლუსიკ შახბაზიანს, ასია ადუმიანს და ჰამას ვარტაპეტიანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: