
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
წარმატებული მოსწავლეები არიან: ანაჰიტ მანუკიანი, შუშანიკ ვარტანიანი, დიანა ასლანიანი, დიანა გომციანი, არმენ მანუკიანი, ორომსიმა ხაჩატრიანი და შოღიკ გომციანი.
29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: