რაქვთის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა
01-10-2021
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა დალი შაინიძემ მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსის სტატუსი მოიპოვა.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა ჩვენი სკოლის წარმატებული პედაგოგების რიგებს, მიმდინარე წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა ბიოლოგიის მასწავლებელმა დალი შაინიძემ, ვულოცავთ მას ამ წარმატებას “,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203