კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
01-10-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ასია ხოშბეკიანს, ჰამლეტ ხოშბეკიანს, სედა ბდოიანს და სელემია ხაჩატრიანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის კი ლამარა აკოპიანმა ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 77 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203