ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
30-09-2021
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში 9 მოსწავლე - ლაშა თოდუა, ლიზი ლაგვილავა, გიგა ფიფია, ანანო ბეკვერია, სულხან შანავა, ლუკა ხუფენია, მარიამ ცქიტიშვილი, სალომე თოდუა და ნინო ქირია მონაწილეობდა, მათგან - 5 მოსწავლე - ანანო ბეკვერია (VIII კლასი), ნინო ქირია (VIII კლასი), გიგა ფიფია (VIII კლასი), ლუკა ხუფენია (VIII კლასი) და სულხან შანავა (VIII კლასი) კონკურსის II ეტაპზე გადავიდნენ და „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 75 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 05 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს