დარჩელის N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-09-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის 13 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ. 3 მოსწავლე - ალექსანდრე კანკავა (X კლასი), საბა ბიგვავა (IX კლასი) და ანა კანკავა (XI კლასი)  
დისტანციური კონკურსის II ეტაპზე გადავიდნენ და „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 75 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 05 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203