ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-09-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - ლუკა ჭურღულიას, გიორგი ჭურღულიას, მათე ხასიას, ლუკა ნაჭყებიას, ლუკა როგავას და მარი როგავას „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია