განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
30-09-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეები - დიტო ახალაია, მათე ახალაია, ანი ჭაფანძე, ნია ჭაფანძე, საბა საჯაია „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

მათგან - ნია ჭაფანძე და საბა საჯაია დისტანციური კონკურსის II ეტაპზე გადავიდნენ და „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 75 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 05 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203