ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-09-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

სკოლის 6 მოსწავლეს - გიგი შუკვანს, დიმიტრი ზაქარაიას, ნინო არდიას, გვანცა გერგედავას,ანრი ხარებავას და მარიამ სოსელიას  „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცა. 

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203