ურთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ბზაკალია „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
30-09-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ბზაკალიამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა.
ნიკა ბზაკალია დისტანციური კონკურსის II ეტაპზე გადავიდა და „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ზუგდიდელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 75 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 05 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს