დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგ მარინე ჯაყელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
30-09-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდამ ზრუნავენ. სკოლის პედაგოგმა, მარინე ჯაყელმა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
მარინე ჯაყელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„დაგვას საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებელს, მარინე ჯაყელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია