„მჯერა, ეს წელი ნაყოფიერი იქნება“- ლამბალოს საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა სასკოლო საზოგადოებას
30-09-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლამ ისევე, როგორც სხვა სკოლებმა სწავლა დისტანციურად განაახლა.
მალე ისინი მოსწავლეებს სკოლის კედლებში შეხვდებიან. დირექცია კი სასკოლო საზოგადოებისთვის მიმართვას ავრცელებს და ყველას მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
„კოლეგებო, ჩვენო მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მჯერა ეს წელი იქნება ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და წარმატებული თქვენი დახმარებით“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია