საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს.
სკოლა თავის მოსწავლეებს გაწეული შრომისა და მონდომებისთვის დიდ მადლობას უხდის.
„ხაშმის საჯარო სკოლის სახელით დიდი მადლობა ჩვენს მერვე კლასელებს: დათო ბლუიშვილს, გიორგი ნიკოლაშვილს, ვასო ქოქრაშვილს, ვანიკო ნაცვლიშვილს, ირაკლი ჯანიაშვილს და ელისე მაჭავარიანს გაწეული შრომისთვის. მათი შრომის და მონდომების შედეგად მილაგდა და გასუფთავდა ჩვენი სკოლის ეზო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია