„ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს“- სენაკის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
30-09-2021
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

მათ ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიიდან ერთ-ერთ ყველზე ტრაგიკულ მოვლენაზე და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. განსაკუთრებული სიმაყითა და გულისტკივილით სკოლის კურსდამთავრებულები, საქართველოს ეროვნული გმირი გენო ადამია და ნოდარ კანკია გაიხსენეს.

„27 სექტემბერი უმძიმესი ტკივილის დღეა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს.... ეს ყველას ტკივილია....
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლა ქედს იხრის აფხაზეთის ომის გმირების, განსაკუთრებით სკოლის კურსდამთავრებულების, საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნის წინაშე!“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203