„წარმატებულ სტუდენტობას და ნათელ მომავალს გისურვებთ“- საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის 24 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
30-09-2021
საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

„2020-2021 სასწავლო წელს საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა 36 მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 24-მა კურსდამთავრებულმა სწავლა გააგრძელა სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში, ხუთმა აიღო სახელმწიფო გრანტი. 70% დაფინანსება მიიღეს ნია დიღმელაშვილმა და ანამარია სუხაშვილმა, 50%-იანი დაფინანსება მიიღეს გიორგი გრატიაშვილმა, ანი ხუციშვილმა და მარიამ კავთელიშვილმა. გილოცავთ!!!  წარმატებულ სტუდენტობას და ნათელ მომავალს გისურვებთ! სიყვარულით საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203