ძენწმანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, სოფიო ლომინაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
30-09-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, სოფიო ლომინაძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მან გამოცდები პირველივე მცდელობაზე ჩააბარა.
სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„ძენწმანის საჯარო სკოლა, სოფიო ლომინაძეს ულოცავს უფროსი (სპეც.) მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას. წარმატებები სოფიო, ბევრი შენნაირი შრომისმოყვარე მასწავლებელი ჰყოლოდეს სკოლას. პირველივე მცდელობაზე წარმატება, სამაგალითოა, ყოჩაღ!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია