ტუნაძეების საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ირინა დონაძემ და რამაზ ირემაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
30-09-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის პედაგოგებმა ირინა დონაძემ და რამაზ ირემაძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლაში ირინა დონაძე რუსულს, ხოლო რამაზ ირემაძე სპორტს ასწავლის. 

ტუნაძეების საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა გილოცავთ, რუსული ენის მასწავლებელს ირინა დონაძეს და სპორტის მასწავლებელს რამაზ ირემაძეს მასწავლებლის გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203